Posts

Showing posts from December, 2024

ქუთაისის ისტორია

Image
       ქუთაისი  —  ქალაქი  და  მუნიციპალიტეტი   საქართველოში ,  იმერეთის მხარის  ადმინისტრაციული ცენტრი, სიდიდით მეოთხე ქალაქი საქართველოში,  საქართველოს სამეფოს  ისტორიული დედაქალაქი,  ქუთაისის საეპისკოპოსოს  ისტორიული ცენტრი. მდებარეობს მდინარე  რიონზე . მოსახლეობა 130 400 ადამიანი (2023)               ქუთაისის დოკუმენტური ისტორია იწყება   ძვ. წ. III საუკუნიდან , თუმცა ანტიკური ავტორები მას თვლიან ძველი   კოლხეთის სამეფოს   ( ძვ. წ. VIII   ს.) დედაქალაქად. ქუთაისის ძველი სახელებია: აია, ქუთაია, ქუთათისიუმი. ქუთაისი საუკუნეების განმავლობაში,   VIII -დან   XIX   საუკუნემდე, დასავლეთქართული სახელმწიფოს (მოგვიანებით   იმერეთის სამეფოს ) ცენტრი იყო. ბიზანტიელი ისტორიკოსი   პროკოპი კესარიელის   (VI ს.) ცნობით: მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ცენტრალურ ნაწილში, მდინარე  რიონის  ორივე ნაპირზე, იმ ადგილას, სადაც...